FAQ

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და კვების დარგში ექსპერტთა ტრენინგი ჩატარდა

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
30 ნოემბერი 2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ორგანიზებით და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის დაფინანსებით,  სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ექსპერტებისა და კვების დარგის ექსპერტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა. 
 
ტრენინგის მიზანი იყო ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერება ავტორიზაციის პროცესსა და სტანდარტებში. მონაწილეები გაეცნენ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო დოკუმენტებს, ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს, ავტორიზაციის სტანდარტებს და შეფასების პრინციპებს. ასევე, დეტალურად განიხილეს კვებისა და სანიტარულ-ჰიგიენური უზრუნველყოფისთვის დადგენილი რეგლამენტების საფუძველზე შემუშავებული შეფასების ინსტრუმენტები. ტრენინგი  მიმდინარეობდა ინტერაქციულ და აქტიურ სამუშაო რეჟიმში. პრაქტიკული სამუშაოები განხორციელდა ჯგუფური მუშაობის პრინციპით. წარიმართა კითხვა-პასუხის სესიები.
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ბაღების ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების ხელშეწყობის პროექტებს, შეხვედრებს, ტრენინგებს და სხვა აქტივობებს.