განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით,  2024 წლის 25 ივნისს,  გაიმართა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-4 სხდომა. საბჭომ იმსჯელა მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საუნივერსიტეტო/აფილირებული კლინიკების მონიტორინგის სისტემის შემუშავებასთან დაკავშირებით.
 
