FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ISO სერტიფიცირების შესაძლებლობები განიხილეს

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
29 აპრილი 2015


29 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გერმანულმა ორგანიზაცია CERTQUA-მ წარმოადგინა პრეზენტაცია „განათლების ხარისხის სერტიფიცირება ISO სტანდარტებით“. შეხვედრის მიზანი იყო ISO სერტიფიცირების შესაძლებლობის განხილვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, გერმანული ორგანიზაცია CERTQUA-ს ხელმძღვანელი ანდრეას ორუ და GIZ-ის (გერმანიის თანამშრომლობის საერთაშორისო საზოგადოება) წარმომადგენლები.