მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა სპეციალური განათლების (მასწავლებლის განათლება) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა სპეციალური განათლების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის განახლებასთან დაკავშირებით.