სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) ორგანიზებით გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა. სემინარი ჩატარდა იმ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებისთვის, რომლებმაც ENQA-ს გარე შეფასება 2023-2024 წლებში გაიარეს. სემინარს უმასპინძლა ესპანეთის ხარისხის შეფასებისა და აკრედიტაციის ეროვნულმა სააგენტომ (ANECA).
სემინარი მიზნად ისახავდა ENQA-ს წევრი სააგენტოების ხელშეწყობას შეფასების შემდგომი განვითარების პროცესებთან დაკავშირებით და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მხარდაჭერას. მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრების ფარგლებში საკუთარი გამოცდილება ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარადგინეს, ასევე, დეტალურად ისაუბრეს ექსპერტთა ჯგუფის მიერ შეფასების შემდგომი აქტივობებისა და მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG – 2015) განვითარების ტენდენციებზე და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთო გამოწვევებზე.