FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

16 მაისი 2025

PROFFORMANCE + პროექტის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს გიწვევთ, დაესწროთ ონლაინ ღონისძიებას „მასწავლებლის ძალა – უმაღლესი განათლების პოლიტიკის განხორციელება PROFFORMANCE-თან ერთად“, სადაც გამოვლინდებიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებელთა  საერთაშორისო კონკურსის 2024/25 წლის გამარჯვებულები. ღონისძიებაზე გაეცნობით PROFFORMANCE+ პროექტის ინოვაციურ ინსტრუმენტებსა და რესურსებს, რომლებიც ემსახურება პროფესორ-მასწავლებელთა საქმიანობის გაუმჯობესებას და უმაღლესი განათლების სფეროს განვითარებას.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი საკითხები:

  • PROFFORMANCE-ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელთა საერთაშორისო კონკურსის  (2024/25) გამარჯვებულების პრეზენტაციები სწავლების საუკეთესო პრაქტიკისა და პროექტების შესახებ.
  • PROFFORMANCE Toolkit — რესურსების ნაკრები, რომელიც მიზნად ისახავს პროფესორ-მასწავლებელთა გაძლიერებას სწავლა-სწავლების მიმართულებით ცვლილებების განსახორციელებლად.
  • დისკუსია სწავლების მეთოდოლოგიებთან და უმაღლესი განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

 

ღონისძიების დეტალები:

  • თარიღი: 2025 წლის 4 ივნისი
  • დრო: 11:30–18:00 თბილისის დროით (9:30–16:00 CET)
  • ფორმატი: ონლაინ (ღონისძიების ბმული გამოგეგზავნებათ რეგისტრაციისას მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე).

 

იხ. ღონისძიების:

 

ღონისძიებაში მონაწილეობისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: რეგისტრაციის ბმული

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ PROFFORMANCE ვებ-გვერდს: https://profformance.eu/

საკონტაქტო ინფორმაცია: award.profformance@tpf.hu

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!