FAQ

ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზის განახლებული დოკუმენტის საჯარო განხილვის სხდომა გაიმართა

29 მაისი 2025

მიმდინარე წლის 28 მაისს, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით ეროვნული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზის განახლებული დოკუმენტის საჯარო განხილვის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, ზემოაღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით შენიშვნები არ წარდგენილა. 

წინადადებების მიღების მიზნით, განახლებული დოკუმენტი გამოქვეყნებული იყო ცენტრის ვებგვერდზე 2025 წლის 5 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში დოკუმენტთან დაკავშირებით წინადადებები არ იქნა წარმოდგენილი.