განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2025 წლის 23 ივნისს, გაიმართა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-11 სხდომა. საბჭომ იმსჯელა მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.