FAQ

სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს V სხდომა გაიმართება

24 ივნისი 2025


მიმდინარე წლის 8 ივლისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს V სხდომა გაიმართება.

საბჭო იმსჯელებს სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე.

შეხვედრის დეტალები:

სხდომა ჩატარდება ჰიბრიდულ რეჟიმში. ფიზიკური დასწრების შემთხვევაში: გთხოვთ, მობრძანდეთ  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მე-4 სართულის საკონფერენციო დარბაზში (მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N2); დისტანციური ჩართვისთვის: ისარგებლეთ შემდეგი ბმულით -  https://us02web.zoom.us/j/89603724065?pwd=bZa6PoFk7UEWuALFScJxNZn77xbHRu.1