2025 წლის 30 ივლისი, 14:00 საათი
დღის წესრიგი:
1. სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. სსიპ - საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის“ მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის „განათლების მეცნიერების“ ინგლისურენოვან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
4. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „მედიახელოვნება/ციფრული მედიის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
5. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „მედიახელოვნება/ციფრული მედიის“ ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
6. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „მედიახელოვნება/ციფრული მედიის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
7. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „გრაფიკული დიზაინის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
8. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „ფოტოხელოვნების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით