2025 წლის 01 აგვისტო, 11:00 საათი
დღის წესრიგი:
1. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს ევროპის უნივერსიტეტის ,,მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო" და "განათლების ადმინისტრირების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტ "აიიუთი" ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა
4. Სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო" და "მასწავლებლის მომზადების" საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა 10
5. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით