FAQ

24 ოქტომბრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 16 ოქტომბერი 2025

 2025  წლის 24 ოქტომბერი,  15:00 საათი      

 

დღის წესრიგი:

 

1.    სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის “საზღვაო ნავიგაციის" საბაკალავრო და "საზღვაო ნავიგაციის" ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
2.    სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის “ხელოვნების ისტორია და თეორიის” საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
3.    სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის “სახელოვნებათმცოდნეო კვლევები”(ქართული ხელოვნების ისტორია) საგანმანათლებლო პროგრამისთვის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
4.    სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის "ქართული ხელოვნების ისტორიის" (ძველი და თანამედროვე ხელოვნება) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
5.    სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ”მშენებლობის” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
6.    სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "დიზაინი ტექსტილისა და ინტერიერისათვის" საბაკალავრო პროგრამაზე პროგრამაზე საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
7.    სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ისტორიის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის  პროცესი);

 

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.

 


შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით