FAQ

28 ოქტომბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 21 ოქტომბერი 2025

28 ოქტომბერი 2025 წელი 13:30  საათი 


 
დღის წესრიგი:

1.    შპს ალტე უნივერსიტეტის "კომპიუტერული მეცნიერების" ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო და "ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა" ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2.    სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის  "ინფორმაციული ტექნოლოგიების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 
3.    სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ინფორმატიკის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა 
4.    შპს ნეუ - ეროვნულ საგანმანათლებლო უნივერსიტეტის “ბიზნესის ადმინისტრირების” ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის გეგმიური მონიტორინგის საკითხის განხილვა
5.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მიგრაციის მართვის" სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე არაგეგმიური მონიტორინგის საკითხის განხილვა;
6.    შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
7.    შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის  "ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  
 
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით