ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2025 წლის 24 ოქტომბერს, გაიმართა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-12 სხდომა. საბჭომ იმსჯელა მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელში ტრენინგის განმახორციელებელთა მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესახებ ჩანაწერის გადახედვასთან დაკავშირებით.