FAQ

2 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 25 ნოემბერი 2025

2025 წლის 2 დეკემბერი, 14:00 საათი  

 

დღის წესრიგი:

 

  1. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მოდის ინდუსტრიის ტექნოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

     

  2. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მათემატიკის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის გეგმური მონიტორინგის საკითხის განხილვა;

     

  3. შპს საქართველოს უნივერსიტეტის "კიბერუსაფრთხოების ინჟინერიის" საბაკალავრო, "კიბერუსაფრთხოების ინჟინერიის" ინგლისურენოვანი საბაკალავრო, "კიბერუსაფრთხოების" სამაგისტრო, "კიბერუსაფრთხოების" ინგლისურენოვანი სამაგისტრო, "ხელოვნური ინტელექტის" საბაკალავრო და "ხელოვნური ინტელექტის" ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

     

  4. სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ფიტნესის და ჯანმრთელობის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვა;

     

  5. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის „საავიაციო ინჟინერიის” საბაკალავრო პროგრამაზე წარმოდგენილი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვა.

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში. 

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.

 

 

https://us02web.zoom.us/j/87543592733?pwd=lyx8ZXydQaWcPQQSaFYjHJ4ByKmb5X.1

 

Meeting ID: 875 4359 2733

Passcode: 172161