განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2025 წლის 4 დეკემბერს გაიმართა მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის სხდომა. საბჭომ იმსჯელა მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებების თაობაზე.