FAQ

მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

5 დეკემბერი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით,  2025 წლის 4 დეკემბერს გაიმართა მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის სხდომა.   საბჭომ იმსჯელა მედიცინის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი წინადადებების თაობაზე.