FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 12 დეკემბერი 2025

2025 წლის 19 დეკემბერი 14:00 საათი

 

დღის წესრიგი:

 

  1. შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის "საექთნო საქმის" ინგლისურენოვანი სააკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
  2. შპს კავკასიის უნივერსიტეტის „კომპიუტერული მეცნიერების" ქართულენოვანი საბაკალავრო, „კომპიუტერული მეცნიერების" ინგლისურენოვანი საბაკალავრო, „ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის" ქართულენოვანი სამაგისტრო, „ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის" ინგლისურენოვანი სამაგისტრო და „კიბერუსაფრთხოების" ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
  3. ა(ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის “ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ”სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა.

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  
 
 

შენიშვნასაკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით