FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 12 დეკემბერი 2025

 

2025 წლის 19 დეკემბრის 12:00 სთ 


Დღის წესრიგი: 

 

 1.   შპს ავიცენა - ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის  მიერ ავტორიზაციის პროცესში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;           

2.   სსიპ  - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ  ავტორიზაციის პროცესში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;           

3.   სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა.

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.   
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.