FAQ

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს X სხდომა გაიმართა

23 დეკემბერი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს (შემდგომში - მრჩეველთა საბჭო) მორიგი, X სხდომა გაიმართა.

სხდომაზე საბჭოს წარედგინა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მიერ შემუშავებული დოკუმენტი - „მოკლე ციკლის კვალიფიკაციების დანერგვის გამოწვევები და მათი განვითარების შესაძლებლობები საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების სისტემაში“. 

ასევე, სხდომაზე იმსჯელეს „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების საშუალებით — GEOREF“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული  და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.