განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს (შემდგომში - მრჩეველთა საბჭო) მორიგი, X სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საბჭოს წარედგინა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მიერ შემუშავებული დოკუმენტი - „მოკლე ციკლის კვალიფიკაციების დანერგვის გამოწვევები და მათი განვითარების შესაძლებლობები საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების სისტემაში“.
ასევე, სხდომაზე იმსჯელეს „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესების საშუალებით — GEOREF“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.