FAQ

30 დეკემბრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 23 დეკემბერი 2025

2025 წლის 30 დეკემბერი, 12:00 საათი

 

დღის წესრიგი:

 

 

 1. შპს ავიცენა - ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის  მიერ ავტორიზაციის პროცესში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;           

2.   სსიპ  - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ  ავტორიზაციის პროცესში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა; 

3. Სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ წარმოდგენილი საჩივრის განხილვა;

4. შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა

 

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  

 

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით