FAQ

30 დეკემბრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 23 დეკემბერი 2025

2025 წლის 30 დეკემბერი, 11:00 საათი     
 
დღის წესრიგი:

1.    სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სურსათის ტექნოლოგიის" საბაკალავრო და "სურსათის ტექნოლოგიის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2.    სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ვეტერინარიის" ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3.    სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ნავთობისა და გაზის ინჟინერიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4.    სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სასურსათო ტექნოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
5.    Სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ვეტერინარიის" ინტეგრირებული სამაგისტრო და "ვეტერინარიის" სადოქტორო  საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
6.    Შპს საქართველოს უნივერსიტეტის "ბლოკჩეინი დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემების" სამაგისტრო, "ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის" სამაგისტრო, "ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის" ინგლისურენოვანი სამაგისტრო, "კომპიუტერული მეცნიერების" სადოქტორო "კომპიუტერული მეცნიერების" საბაკალავრო, "კომპიუტერული მეცნიერების" ინგლისურენოვანი საბაკალავრო, "კომპიუტერული მეცნიერების" სამაგისტრო და "კომპიუტერული მეცნიერების" ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

 

საბჭოს სხდომის ეფექტიანი ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.