FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ქსელის ENIC-NARIC-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

14 აპრილი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, ვარშავასა და რომში, ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპულ ქსელის (ENIC-NARIC) წევრების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის (TST 3) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მიიღეს მონაწილოება.

 

შეხვედრების ფარგლებში, მონაწილეებმა სლავური და ლათინო-ამერიკული ქვეყნების საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარების სპეციფიკა განიხილეს.


ლათინო-ამერიკული ქვეყნების ექსპერტების მსგავს ფორმატში შეხვედრა პირველად გაიმართა, რაც ქსელის გეოგრაფიული არეალის გაფართოებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

 

პროექტის (TST 3) მიზანია ENIC-NARIC ქსელის ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და საგანმანათლებლო კვალიფიკაციების ეფექტიანად აღიარებას.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი ფუნქციას წარმოადგენს ENIC-NARIC-ის წარმომდგენლებისთვის ქართული საგანმანათლებლო სისტემის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო დოკუმენტების შესახებ სანდო და აქტუალური ინფორმაციის მიწოდება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ქსელის ENIC-NARIC-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა