FAQ

უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების თემაზე კონფერენცია იმართება

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
28 ნოემბერი 2015

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქობულეთში მასშტაბურ სამდღიან კონფერენციას მართავს. კონფერენციის თემაა „საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების სისტემა - გამოწვევები და პერსპექტივები”.

კონფერენციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, საქართველოში მოქმედი ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, დარგობრივი სამინისტროების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, განათლების ხარისხის შიდა და გარე მექანიზმებისა და პროცედურების ანალიზის განხორციელება და მათი შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება.

კონფერენცია ასევე ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის კულტურის განვითარებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას, განახლებული მიდგომების შემუშავებას, სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობას სწავლა/სწავლების, კვლევისა და დასაქმების მიზნით.