« | ივნისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის №19/ნ ბრძანებით ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში“.
ცვლილების თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2016 წელს დამატების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2016 წლის 1 მარტიდან 5 მარტის ჩათვლით.
ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტში ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულია ცენტრს ცვლილების განხორციელებიდან 2 კვირის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია ამ ცვლილებიდან გამომდინარე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირებისა და ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შესახებ, ასევე ასახოს ეს ინფორმაცია თვითშეფასების წლიურ ანგარიშში.