FAQ

ცენტრის დირექტორმა გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს სტუდენტებს ლექცია ჩაუტარა

«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
21 აპრილი 2016

21 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტები ეწვივნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, გაეცნენ მათ საქმიანობას და გაესაუბრნენ ცენტრის თანამშრომლებს. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორის მოადგილემ თინათინ ბოჭორიშვილმა სტუდენტებს ამომწურავად გააცნო ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ.
ვიზიტის ბოლოს ცენტრის დირექტორმა გიორგი შარვაშიძემ თემაზე - უმაღლესი განათლების პოლიტიკა - ლექცია ჩაუტარა.