FAQ

მედიცინის უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა

19 დეკემბერი 2024

გაცნობებთ, რომ მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ განახლდა მედიცინის უმაღლესი განათლების   განახლებული დარგობრივი მახასიათებლი დოკუმენტში შეტანილი ცვლილების საფუძველი გახდა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშში ასახულ რეკომენდაცია“ რომელთაგან ერთი  გულისხმობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით ტერმინოლოგიური უზუსტობის გასწორებას, ხოლო მეორე რეკომენდაცია ეხებოდა სწავლის შედეგების ნაწილში  დარგობრივი ცოდნის კომპონენტში ბავშვის უფლებების სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა სამართალის ცოდნის დამატებას. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის 08 დეკემბრის №1672828 ბრძანებით დამტკიცებულმა მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული რეკომენდაციის შესაბამისი სწავლის შედეგის  მე-8 კომპეტენციაში  ასახვა.

 

მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს ინიციატივით ასევე გასწორდა ჩანაწერი დარგობრივი მახასიათებლის IV თავის მე-8 პუნქტში, OSCE-ის გამოცდასთან და სადგურებთან დაკავშირებით.

 

უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2025 წლის  20 იანვრის, 16 საათზე ჩანიშნულია საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.

 

დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა  რეგისტრაცია 2024 წლის 19 დეკემბრიდან - 2025 წლის 14 იანვრის 18:00-საათამდე,  იწარმოებს შემდეგ ბმულზე:  https://forms.office.com/e/xxaS9Dx0nY

 

საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.

 

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს, ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge  


დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე:  https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva  (პუნქტი 71).