FAQ

კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა

27 დეკემბერი 2024

წინადადებების მიღება იწარმოებს: 27.12.2024-დან-20.01.2025-ის 18:00-მდე. 

 
გაცნობებთ, რომ ინფორმაციისა და ტექნოლოგიების უმაღლესი განათლების დარგობრვი საბჭოს მიერ გადამუშავდა გარე ინიცირების ფარგლებში წარმოდგენილი კიბერუსაფრთხოების  უმაღლესი განათლების  დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი დოკუმენტის პროექტის Საჯარო  განხილვის მიზნით, 2025 წლის 22 იანვარს, 16:00-საათზე ჩანიშნულია  საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა.
 

დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება და სხდომაზე დასწრების მსურველთა  რეგისტრაცია  იწარმოებს შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/npVqqhQxeB

 
საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული გამოგეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
 
გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე; k.beridze@eqe.ge 
 

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (N72 პუნქტი)

კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა