FAQ

ცვლილება შევიდა სწავლის სფეროების კლასიფიკატორში

2 ივნისი 2025

ცვლილება შევიდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სწავლის სფეროების კლასიფიკატორში. 
 

ცვლილება ითვალისწინებს შემდეგს:
 

ა) მე-3 მუხლით გათვალისწინებული დეტალური სფეროს „მემცენარეობა და მეცხოველეობა Crop and Livestock Production“ (კოდი – 0811):

ა.ა) მე-2 სვეტში არსებული ჩანაწერი „0811.2.3 მეცხოველეობა Animal Husbandry“ ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) პირველ სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი:
„0811.1.2 მეცხოველეობა Animal Husbandry“;


ბ) მე-4 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის სწავლის სფეროს „022-023 ჰუმანიტარული მეცნიერებების“ სვეტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 0221-0229 და 0231-0239 დეტალურ სფეროებში შემავალი სწავლის სფეროს (გარდა ქვემოთ მითითებული გამონაკლისისა) შესაბამისი კვალიფიკაციის დასახელებების ფორმულირებები:


ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით
Bachelor of Arts (BA ) – Field of study
ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით
Master of Arts (MA) – Field of study
ან
ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით
Bachelor – Field of study
მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით
Master – Field of study.

 


2. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში 0231 დეტალურ სფეროში 0231.2.1 კოდით გათვალისწინებული სწავლის სფეროს (ლექსიკოგრაფია Lexicography) კვალიფიკაციის დასახელების ფორმულირებები:


ა) ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით
Bachelor of Arts (BA ) – Field of study
ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით
Master of Arts (MA) – Field of study
ან
ბ) ბაკალავრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით
Bachelor – Field of study
მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით
Master – Field of study
ან
გ) ევროპული მაგისტრი დეტალური სწავლის სფეროს მითითებით
European Master – Field of study.“.

განახლებული სწავლის სფეროების კლასიფიკატორი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://eqe.ge/ka/page/parent/787/erovnuli-kvalifikatsiebis-charcho