FAQ

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცდა განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი.

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო ითვალისწინებს ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსა (EQF LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოს (QF-EHEA) მოთხოვნებს. დოკუმენტი აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, ასახავს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სწავლის შედეგებს. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო აყალიბებს, თუ რა ცოდნა, უნარი და პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს პირს შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად.


ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნებია:

• კვალიფიკაციების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ძირითადი პრინციპების (სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა) დაცვით კლასიფიცირება;
• ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა და განვითარება;
• მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;
• ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა;
• კვალიფიკაციების შეთავსებადობის, შესადარობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფა;
• მობილობის ხელშეწყობა;
• სწავლის პერიოდში მიღებული ფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;
• არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;
• არსებული კვალიფიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
• განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და მათი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირება.

 

ბრძანება №103/ნ ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ


 

,,ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 25 თებერვლის №163567 ბრძანება  25/02/2021

 


,,ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ“  სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2021 წლის 05 აპრილის №321010 ბრძანება    05/04/2021

 



სწავლის სფეროების კლასიფიკატორი გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) დოკუმენტებზე („განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაცია“ (ISCED-F-2013) და „განათლებისა და ტრენინგის სფეროები 2013 – დეტალური სფეროების აღწერა“ (ISCED-FoET-2013) დაყრდნობით, ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს სწავლის თითოეულ სფეროში მისანიჭებელ კვალიფიკაციას.

 

„სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ" საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 31 ივლისის №666/ი ბრძანება