ცენტრის ხედვა: ცენტრი წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე რეგიონულ ჰაბს, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს განათლების ხარისხის განვითარებასთან დაკავშირებული სერვისების ფართო სპექტრს.
ცენტრის მისია: ცენტრის მისიაა განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერა, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებაზე დაფუძნებული სერვისების გაწევისა და ხარისხზე ორიენტირებული მმართველობის გაძლიერების ხელშეწყობის გზით.
ცენტრის ღირებულებები: ცენტრი, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების მიკერძოებულობას.
გამჭვირვალეობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა მხარისათვის. უზრუნველყოფილია ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. იმავეს ვთავაზობთ განათლების პროვაიდერებს და იმავეს ველოდებით ჩვენი პარტნიორებისაგან.