FAQ

პროფესიული განათლება

საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ განსაზღვრავს პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებს:

ა) ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა;

ბ) სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;

დ) საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო

სივრცესთან დაახლოება და შეთავსებადობა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებითა და დიპლომის გაცემით.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სახეებია:

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი - რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები.

დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მოიპოვებს ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული პროცედურების და სტანდარტების შესავბამისად, ავტორიზაციის მოპოვების გზით. მხოლოდ ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული დიპლომის გაცემის უფლება. ავტორიზაციის პროცედურის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებითი ავტორიზაციის მოპოვების გარეშე აქვთ უფლება განახორციელონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. მათ შორის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს განახორციელოს საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა.

პროფესიული განათლება ხორციელდება:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით, რომლის სახეებია:

ა.ა) საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;

ა.ბ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;

ა.გ) უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებით;

ბ) პროფესიული მომზადების პროგრამით, რომელიც პირს ამზადებს პროფესიასთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად. პროფესიული მომზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს;

გ) პროფესიული გადამზადების პროგრამით, რომლის მიზანია კომპეტენციების შეძენა ან/და განვითარება იმავე სფეროში პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად. პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგები შეიძლება შეესაბამებოდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2/მე-3/მე-4/მე-5 დონეს.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებია:

1. საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. პირი, რომელსაც აქვს:

ა) სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, დაიშვება იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების

საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები;

ბ) სულ მცირე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი, დაიშვება საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

3. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.

4. პროფესიული მომზადების პროგრამაზე ან პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი პროგრამით დადგენილ პირობებს.


პროფესიული პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის მიზანია დეცენტრალიზებული, სტუდენტთა ინტერესებზე ორიენტირებული, ობიექტური და გამჭვირვალე მიდგომით, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
დაინტერესებული პირის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება და საგანმანათლებლო რესურსცენტრი, მიმართვის შემთხვევაში, ვალდებულია დაინტერესებულ პირს:
ა) გააცნოს პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები;
ბ) მიაწოდოს ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამაზე დაშვების წინაპირობებისა და შერჩევის თავისებურებების შესახებ.
გ) მიაწოდოს ინფორმაცია პროგრამაზე ამ წესით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცედურებთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს რეგისტრაციაში. დაწესებულება ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ გასაწევი საგანმანათლებლო სერვისების, მათ შორის, პროგრამის თავისებურებების (მისანიჭებელი კვალიფიკაცია, სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების შესაძლებლობები, სწავლის ხანგრძლივობა და ინტენსივობა, პროგრამის შინაარსი და მისი განხორციელების ფორმა, თანაგანმახორციელებელი ორგანიზაციები, დაფინანსების შესაძლებლობები და სხვა მახასიათებლები) შესახებ.
პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) დაწესებულების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსება;
ბ) აპლიკანტთა რეგისტრაცია;
გ) შერჩევა;
დ) აპლიკანტთა რეიტინგული სიის შედგენა, რომლის ფორმა მტკიცდება სსიპ - განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ე) შედეგების გამოცხადება და პროგრამაზე ჩარიცხვა, რის საფუძველზეც აპლიკანტს ენიჭება პროფესიული სტუდენტის სტატუსი;
ვ) დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსება.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება წელიწადში ერთხელ. აპლიკანტთა რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში.

საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით. 
შერჩევა საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იმ სასწავლო გეგმით, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს, აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით. 
საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის იმ სასწავლო გეგმით, რომელიც არ მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს  აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით. 
უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აპლიკანტთა შეფასება ხორციელდება სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების საფუძველზე, რომლის ჩატარების თარიღი განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის სავალდებულო პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში აპლიკანტთა შერჩევა ხორციელდება დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით.