FAQ

ზოგადი განათლება

 საქართველოს პარლამენტის დადგენილება "ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის" დამტკიცების შესახებ

 

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებია:

 

) ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მცოდნე მოქალაქის აღზრდა;

) სახელმწიფო ენის, კულტურის, საქართველოს ისტორიის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდა;

) ზოგადსაკაცობრიო კულტურული მემკვიდრეობის შემცნობი, უნივერსალური ეთიკური პრინციპების მქონე და დამცველი, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისმცემელი მოქალაქის აღზრდა;

) მშვიდობიანი, ჰარმონიული და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის ხელშემწყობი მოქალაქის აღზრდა;

) დემოკრატიის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მცოდნე და დამცველი, მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ტოლერანტი, სამართლიანი მოქალაქის აღზრდა, რომელიც ამ ღირებულებებს აკავშირებს პატრიოტიზმთან, სახელმწიფოებრიობასა და საკაცობრიო იდეალებთან;

) ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარითა და აკადემიური ცოდნით აღჭურვილი, წიგნიერი, პროგრესულ სიახლეთა მიმღები მოქალაქის აღზრდა, რომელიც არა მხოლოდ იცნობს და აღიარებს სხვათა მიღწევებს, არამედ თავადაც ქმნის ახალ ინტელექტუალურ თუ მატერიალურ ღირებულებებს საზოგადოების საკეთილდღეოდ;

) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებული, გაცნობიერებული პერსონალური გადაწყვეტილებების მიმღები, მოაზროვნე, მაძიებელი, შემოქმედი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის მქონე, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტად განმავითარებელი, ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი, შრომისმოყვარე მოქალაქის აღზრდა;

) ფიზიკური, ინტელექტუალური, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით კომუნიკაციის მაღალი კულტურის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება;

) თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროშიციფრული მოქალაქეობისუნარის მქონე პიროვნების ჩამოყალიბება;

) გარემოსდაცვითი ცნობიერების მქონე მოქალაქის აღზრდა, რომელსაც შეუძლია კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე სათანადო რეაგირება და მოქმედება დაუკავშიროს პიროვნული, ეროვნული, რეგიონული და გლობალური განვითარების მიზნებს.

 

 

ზოგადი განათლების საფეხურები:

 

დაწყებითი საფეხური (6 წელი − I−VI კლასები)

საბაზო საფეხური (3 წელი − VII−IX კლასები)

საშუალო საფეხური (2 წელი − X და XI კლასები და ნებაყოფლობითი 1 წელი − XII კლასი)

 

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასის გავლა ნებაყოფლობითია 2028-2029 სასწავლო წლიდან.

 

 

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის − ატესტატის მისაღებად პირისთვის (გარდა იმ პირისა, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს სწავლას დაიწყებს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში) 2028-2029 სასწავლო წლამდე სავალდებულოა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასის დაძლევა.

 

დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.

 

სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს:

ა) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევას, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და აღნიშნული პროგრამის დაძლევის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურებას, რის საფუძველზედაც გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.