გაცნობებთ, რომ „ელექტრონიკა და ავტომატიზაციის“ უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავდა ტელეკომუნიკაციის ინჟინერიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი, რომელიც საჯარო განხილვის მიზნით განთავსებულია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
დარგობრივი მახასიათებლის პროექტის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს:
https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (N85) რეკომენდაციების მიღების ვადა: 2025 წლის 5 დეკემბრიდან 19 დეკემბრის 18:00-მდე
საჯარო განხილვის ონლაინ სხდომა ჩანიშნულია 2025 წლის 25 დეკემბერს 16:00 საათზე, Zoom პლატფორმის მეშვეობით.
შეხვედრის ბმული: https://us02web.zoom.us/j/81420078109?pwd=am9PWlhQbE1UeklYRDB2aEJPVS9zUT09
დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება იწარმოებს შემდეგ ბმულზე:
https://shorturl.at/A93yN
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს ხატია ბერიძეს ელ-ფოსტაზე: k.beridze@eqe.ge