FAQ

არქიტექტურის რესტავრაციის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვა გაიმართება

23 დეკემბერი 2025

გაცნობებთ, რომ  არქიტექტურის რესტავრაციის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ შემუშავდა არქიტექტურის რესტავრაციის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი. დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვის მიზნით, 2026 წლის 22 იანვარს, 11:00 საათზე, დანიშნულია  საჯარო განხილვის სხდომა.

დოკუმენტის გასაუმჯობესებლად წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს  2025 წლის 23 დეკემბრიდან - 2026 წლის 20 იანვრის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე:  https://forms.office.com/e/CWryakTJ9x

 

დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრებად დეტალური ინფორმაცია გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე. 

 

გთხოვთ, შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდეთ კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს სოფო გაფრინდაშვილს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:  s.gaprindashvili@eqe.ge

 

დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე: 

https://eqe.ge/ka/page/static/813/sajaro-gankhilva (პუნქტი N87)