კალენდარი

arrow აპრილი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
30      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

IB პროგრამების კურსდამთავრებულებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ

13 ივლისი, 2017


განათლების ხარისხის განვითრების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ და საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯონ ჰოლიგანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში აღიარების შესახებ.

ხელშეკრულების მიხედვით, IB (საერთაშორისო ბაკალავრიატი) პროგრამების კურსდამთავრებულებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევათ. იგივე შესაძლებლობით ისარგებლებენ IB პროგრამების გასული წლების კურსდამთავრებულებიც.

IB პროგრამები იძლევა საერთაშორისო განათლებას და ორიენტირებულია ინტელექტუალური, პიროვნული, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებაზე, რაც აუცილებელია ადამიანისათვის სწრაფი გალობალიზაციის პირობებში ცხოვრების, სწავლისა და მუშაობისათვის.

საერთაშორისო ბაკალავრიატი ხორციელდება 141 ქვეყნის 3290 სკოლაში, 3-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. საერთაშორისო ბაკალავრიატის საერთაშორისო ასოციაციის ცენტრალური ოფისი ჟენევაშია.

საქართველოში 2 IB ავტორიზებული სკოლაა: ევროპული სკოლა და ახალი სკოლა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge