FAQ

დოკუმენტის ენობრივი სისწორე

  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ ითანხმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციას, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა. მკაცრი აღრიცხვის სხვა ფორმების ენობრივი სისწორის შეთანხმების ფუნქცია გადაეცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს;

  • დიპლომის ენობრივი თვალსაზრისით შესათანხმებლად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ საგანმანათლებლო დაწესებულების წერილი, რომელსაც უნდა დაურთოთ შესათანხმებელი დიპლომის პროექტი და მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი

  • დიპლომის ენობრივი სისწორის შეთანხმების საფასური შეადგენს 20 ლარს (15 სამუშაო დღის განმავლობაში), ხოლო დაჩქარებული წარმოების საფასური - 40 ლარს (1 სამუშაო დღის, 24 საათის, განმავლობაში)

  • აღნიშნულ საკითხზე შესაძლებელია ცენტრში კონსულტაციების მიღება დიპლომის პროექტის შესათანხმებლად წარმოდგენამდე. კონსულტაციები უფასოა.