კალენდარი

arrow ივლისი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

შიდა და გარე ვერიფიკაციის პილოტირება

2 ივლისი, 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იწყებს შიდა და გარე ვერიფიკაციის პილოტირებას.

ვერიფიკაცია არის ხარისხის შეფასების სისტემა, რომელიც ადასტურებს, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეფასების პროცესი არის სანდო, ვალიდური, გამჭვირვალე და სამართლიანი, ხოლო შეფასების შედეგებზე მიღებული გადაწყვეტილებები - ზუსტი.

პილოტირების პროცესის პირველ ეტაპზე განხორციელდა გარე ვერიფიკატორების მომზადება, რისთვისაც 27 ივნისს სამსახურის ხელმძღვანელობით ჩატარდა ტრენინგი.

გარე ვერიფიკატორების გარდა, პილოტირების პროცესში ჩაერთვებიან პილოტირების მიზნებისათვის შერჩეული სფეროების შესაბამისი დარგობრივი სპეციალისტები საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

ტრენინგზე განხილული თემატიკა უკავშირდებოდა როგორც უშუალოდ შიდა და გარე ვერიფიკაციის სისტემების გაცნობას, ასევე შეფასებისა და ტესტირების ძირითადი პრინციპების განხილვას.

ვერიფიკაციის პილოტირების პირველი ეტაპი განხორციელდება სამ სფეროში:
• ჯანდაცვა
• განათლება
• მომსახურება/სერვისი

მიმდინარე წელს პილოტირება განხორციელდება ორ ეტაპად ივლისისა და სექტემბრის თვეებში. ასევე დაგეგმილია პილოტირების გაგრძელება 2019 წელს. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, ვერიფიკაცია შესაძლოა გახდეს ხარისხის გარე უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილი.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge