კალენდარი

arrow დეკემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
101112131415
16
17181920212223
24252627282930
31      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს განცხადება

29 აგვისტო, 2018

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ავტორიზაციის საბჭო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის 1 წლით სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს :
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ავტორიზაციის საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, კანონით გარანტირებულია ჩვენი ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
რაც შეეხება შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოთხოვნას რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და მიღებული გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ, რომ მსგავსი მოთხოვნა არ არის მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისი. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებას. სააპელაციო საბჭოს მიერ საკითხის განხილვის წინაპირობა არის დაწესებულების მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიეცა სხვადასხვა ინტერპრეტაცია. იმისათვის, რომ არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, გვსურს, გავაკეთოთ შემდეგი განმარტება:
2018 წლის 20 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭომ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით, ხოლო შპს ევროპის უნივერსიტეტს 3 წლით შეუზღუდა სტუდენტთა ახალი კონტიგენტის მიღება. ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის შემდეგ, 2017 წლიდან დღემდე, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ოთხ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ჩამოერთვა ავტორიზაცია, ოთხმა შეიცვალა სტატუსი და გადაკეთდა პროფესიულ სასწავლებლად, ხოლო ერთმა უარი განაცხადა საგანმანათლებლო საქმიანობაზე.
რაც შეეხება შპს შავი ზღვის უნივერსიტეტს, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილება დააფუძნა როგორც ექსპერტთა შეფასებას, ისე საჯარო განხილვის დროს გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ექსპერტთა შეფასებაში შვიდი სტანდარტიდან სრულად დაკმაყოფილებული იყო მხოლოდ ორი. საბჭოს შეფასებით, ექსპერტთა დასკვნის მომზადებისთვის, სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული ცალკეული გარემოებები იმ მიზეზით, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან არ მოხდა საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა საავტორიზაციო დოკუმენტების წარდგენისა და ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დროს. დასკვნაში მოცემული სავალდებულო რეკომენდაციების საკმაოდ ვრცელი ნუსხა მიუთითებს იმაზე, რომ დაწესებულებამ სერიოზული სამუშაოები უნდა გასწიოს.
ექსპერტთა ანგარიშში კონკრეტულ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა ეფუძნებოდა დაწესებულების მიერ წარმოდგენილ წერილს პოტენციური მყიდველისაგან, რომელიც გამოთქვამს მზაობას, შეისყიდოს უნივერსიტეტი და დაფაროს მისი დავალიანებები. განაცხადის მიხედვით, მოლაპარაკება უნდა დასრულებულიყო 2-3 კვირის განმავლობაში, ხოლო ერთი თვის მანძილზე უნდა დასრულებულიყო გასხვისების პროცესი. უშუალოდ ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშიდანაც ირკვევა, რომ ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის ასახული შესაბამის დოკუმენტებში. მითითებულ პერიოდში მოლაპარაკება ვერ დასრულდა. შესაბამისად, ძირითადი არგუმენტი გახდა არავალიდური.
ინსტიტუტის მიერ საავტორიზაციო დოკუმენტების ფარგლებში წარმოდგენილი ერთადერთი სარჩელიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 5 თებერვლის საგადასახადო მოთხოვნა 715 433.01 ლარის დაკისრების თაობაზე არ არის სარჩელის დავის საგნად მითითებული, ასევე, არ არის შეჩერებული ამ საგადასახადო მოთხოვნის შესახებ გამოცემული აქტის მოქმედება. შესაბამისად, 2018 წლის 5 თებერვალს დაკისრებული თანხის 715 433.01 ლარის, 30 დღის ვადაში გადაუხდელობის გამო, გათვალისწინებულია ვადაგადაცილების პერიოდის შესაბამისი ჯარიმა/საურავი, რომელიც 2018 წლის მარტის თვიდან ერიცხება ვალს. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის საბოლოო ოდენობა დამოკიდებული იქნება ვადის გადაცილების ზუსტ პერიოდზე. შესაბამისად, დაწესებულების მხრიდან ცალკეულ ქმედებათა განხორციელება, მათ შორის, გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, საჭიროებს სათანადო ორგანოების მხრიდან თანმდევი იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტების გაცემას, რომლებსაც მოჰყვება კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები, მაგალითაც, შეიცვლება ფაქტობრივი მდგომარეობა და დაწესებულების ქონებას მოეხსენება ყადაღა.
უნივერსიტეტს აღნიშნული რისკები გათვალისწინებული არ ჰქონდა არც ბიზნეს-პროცესების უწყვეტობის და არც ფინანსურ გეგმებში, რაც ავტორიზაციის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს. აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მის წინაშე არსებული გამოწვევების და რისკების შეფასებას და შესაბამისი გეგმის შემუშავებას პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.
ინფორმაცია ფინანსური რისკების შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არ მიუწოდებია არც გარე აუდიტორიისათვის, რადგან ეს საკითხი არ მიუჩნევია არსებით გარემოებად. აუდირებული ფინანსური ანგარიშების წარდგენა არის სტანდარტის მოთხოვნა. რექტორის მხრიდან ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, ირკვევა, რომ ანგარიშები არ ასახავს დაწესებულების რეალურ ფინანსურ მდგომარეობას და წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა არ შეიძლება ჩაითვალოს ვალიდურად.
რექტორის განმარტებით, დაწესებულებამ მხოლოდ ფორმალურად შეადგინა ბიზნეს უწყვეტობის გეგმა. ამასთან, მსგავსი დოკუმენტები საჯაროდ ქვეყნდებოდა უნივერსიტეტის ვებგვერდზე, ხოლო უნივერსიტეტს არ სურდა მისი ფინანსური პრობლემების შესახებ ინფორმაცია საჯარო ყოფილიყო. მსგავსი მიდგომა არსებითად ეწინააღმდეგება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მოთხოვნებს და წარმოადგენს უნივერსიტეტის მხრიდან უპასუხისმგებლო მიდგომას.
დაწესებულების მიერ წარმოდგენილ 2018 წლის 4 ივნისით დათარიღებული შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ბრძანების დაუმოწმებელი ასლი შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქონების ყადაღის მოხსნის შესახებ, არ არის ასახული 2018 წლის 21 ივნისს (ბოლო განახლების თარიღი) განახლებულ რეესტრში და არც ერთ ქონებაზე ან წილზე არ არის მოხსნილი ყადაღა. ამასთან, ყადაღა ქონებას ადევს სასამართლო განჩინების საფუძველზე.
საგულისხმოა ისიც, რომ დაწესებულების რექტორის განმარტებიდანვე ნათლად ჩანს, რომ არსებული მდგომარეობის შეცვლა, კერძოდ, დაწესებულების სრულ ქონებაზე ყადაღის მოხსნა საჭიროებს გარკვეულ პერიოდს, მათ შორის, სათანადო სასამართლო განჩინების არსებობას, რომელიც იქნებოდა ყადაღის მოხსნის საფუძველი.
დაწესებულებისათვის ცნობილია, რომ საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შექმნილი დოკუმენტების წარდგენა უნდა განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, ამ პროცედურას სტუდენტთა მიღების შეზღუდვის შემთხვევისათვის პირდაპირ ითვალისწინებს ავტორიზაციის დებულება, რომლის დაწესებულება, მისთვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვისათვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე ცენტრში წარადგენს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიშს. წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე ცენტრი ახდენს მონიტორინგის გზით ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმებას. გადამოწმების შედეგები წარედგინება საბჭოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის მოხსნის შესახებ.
საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს დაწესებულებისათვის სწორედ ამ გონივრული ვადის მიცემას, რომლის განმავლობაშიც დაწესებულებამ უნდა შეძლოს ავტორიზაციის სტანდარტის შესრულების დემონსტრირება და სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge