კალენდარი

arrow სექტემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
1718192021
22
23
24252627282930
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ სრულად გადავიდნენ მოდულური პროგრამების განხორციელებაზე

10 სექტემბერი, 2018



პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტების შემუშავების და ოპტიმიზაციის პროცესი დასრულდა. დღეისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა აქვთ სრულად გადავიდნენ მოდულური პროგრამების განხორციელებაზე და შრომის ბაზარს შესათავაზონ 59 ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით მომზადებული სპეციალისტები. არსებული ჩარჩო დოკუმენტები 195 პროფესიულ სტანდარტს ეყრდნობა და 92 განსახვავებული პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას იძლევა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტებზე მუშაობა 2013 წლიდან დაიწყო და ისინი DACUM მეთოდოლოგიით, ბიზნესის აქტიური ჩართულობითაა შემუშავებული. შესაბამისად, ე.წ. მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა განხორციელება დუალური მიდგომითაცაა შესაძლებელი, მთლიანად ითვალისწინებს შრომის ბაზრის არსებულ მოთხოვნებს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.

მოდულური პროგრამების განხორციელება 2015 წლიდან მიმდინარეობს და მათი დანერგვის მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წლის შემოდგომაზე, უკვე დანერგილ 313 მოდულურ პროგრამასთან ერთად ასამდე ახალი პროგრამა იქნება შეთავაზებული საზოგადოებისათვის მშენებლობის, ტრანსპორტის, სერვისების, კულინარიის, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პროგრამების თითქმის მეხუთედი ნაწილი დუალური სწავლების მიდგომით განხორციელდება.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge