კალენდარი

arrow სექტემბერი 2019 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161719202122
23242526272829
30      

სიახლეები

ცენტრმა, სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა!

19 ოქტომბერი, 2018


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი პირველი ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოა ევროპაში, რომელმაც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღიარება მოიპოვა.

2017 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასთან (WFME) მოლაპარაკება აღიარების მოპოვების მიზნით. 2018 წელს ცენტრმა გაიარა WFME-ის საერთაშორისო ექსპერტების შეფასება, რომლებმაც დაადასტურეს რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები, სამედიცინო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლები და პროცედურები შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ერთობლივ მოთხოვნებთან.

ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისგან აღიარების მოპოვება პირდაპირ უკავშირდება საქართველოში არსებული მედიცინის პროგრამების კურსდამთავრებულების მიერ მიღებული განათლების აღიარებას შეერთებულ შტატებში და მის ფარგლებს გარეთ, რაც საშუალებას მისცემს მათ დასაქმდნენ და სწავლა გააგრძელონ ნებისმიერ ქვეყანაში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ფედერაციისგან მოპოვებული აკრედიტაციის განხორციელების უფლება ნიშნავს იმას, რომ ცენტრის მიერ როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ მოქმედი უნივერსიტეტებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია მთელს მსოფლიოში იქნება აღიარებული.

http://wfme.org/news/three-accrediting-agencies-awarded-wfme-recognition-status/?fbclid=IwAR219fIgfI3N0MGXrpjFERRLr-924n4Y1gfkaEYgIdqm5N6s0VLp-vM2-TI

 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge