კალენდარი

arrow დეკემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
1718
19
20212223
24252627282930
31      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

კონკურსი მოსწავლეებისთვის!

11 დეკემბერი, 2018


სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს ფოტოკონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის!

კონკურსის მიზანია მოსწავლეების ჩართულობით ცენტრის ინტერიერის დიზაინის განახლება.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული მონაწილე. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფოტოაპარატებით (Fujifilm Instax Mini 8) და გადაეცემათ სერტიფიკატები.
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა წარმოადგინოს კონცეპტუალური ფოტოები, რომლებიც ასახავენ ცენტრის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://eqe.ge/geo/static/55/mission-and-vision  

*კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ მაღალი გარჩევადობის ფოტონამუშევრები (არაუმეტეს 5 ფოტო).
კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:
• რამდენად პასუხობს ნამუშევარი მოცემულ თემატიკას;
• რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია.

ფოტო არ უნდა წარმოადგენდეს სხვისი ნამუშევრის პლაგიატს და დაცული უნდა იყოს ცენზურა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა, ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე jobs@eqe.ge  გამოგვიგზავნოთ თქვენი ფოტონამუშევრები, რომელსაც თან უნდა დაურთოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ასაკი, სკოლა, ფოტოს სათაური და სურვილის შემთხვევაში მისი აღწერილობა. გთხოვთ წერილის სათაურში ("Subject") მიუთითოთ ტექსტი “ფოტოკონკურსი“.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრის თანამშრომელს, მარიამ ღამბაშიძეს m.ghambashidze@eqe.ge  
გისურვებთ წარმატებებს!

დანართი 1 (დერეფნის ფოტო მე-4 სართული)
დანართი 2 (დერეფნის ფოტო მე-5 სართული)

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge