კალენდარი

arrow დეკემბერი 2018 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
1718
19
20212223
24252627282930
31      
  • BFUG
  • ENQA
  • EUA
  • EFQM
  • WORLDSKILLS

სიახლეები

კონკურსი სტუდენტებისთვის!

11 დეკემბერი, 2018

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს დერეფნის ინტერიერის დიზაინის კონკურსს სტუდენტებისთვის!

კონკურსის მიზანია სტუდენტების ჩართულობით ცენტრის დერეფნის ინტერიერის დიზაინის განახლება.
კონკურსში მონაწილე პირმა უნდა შეიმუშავოს ცენტრის ინტერიერის დიზაინის კონცეფცია და წარმოადგინოს პროექტი. წარმოდგენილი იდეა უნდა შეესაბამებოდეს ცენტრის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://eqe.ge/geo/static/55/mission-and-vision  

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული პროექტი. გამარჯვებული ავტორი დაჯილდოვდება ტაბლეტით (Lenovo Yoga Tab 3 10``LTE (YT3-X50M)) და ასევე, გადაეცემა სერტიფიკატი.
*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროექტის ავტორმა, ცენტრის მატერიალური მხარდაჭერით, თავად უნდა უზრუნველყოს წარმოდგენილი იდეის განხორციელებაც.
კონკურსში მონაწილეები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებით:
• რამდენად პასუხობს ნამუშევარი მოცემულ თემატიკას;
• რამდენად ორიგინალური და შემოქმედებითია;
• რამდენად განხორციელებადია მცირე ფინანსური დანახარჯებით.
პროექტი არ უნდა წარმოადგენდეს სხვისი ნამუშევრის პლაგიატს და დაცული უნდა იყოს ცენზურა.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, არაუგვიანეს 2018 წლის 20 დეკემბრისა, ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე jobs@eqe.ge  გამოგვიგზავნოთ თქვენი ნამუშევრები, რომელსაც თან უნდა დაურთოთ შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, კურსი, საგანმანათლებლო პროგრამა, საგანმანათლებლო დაწესებულება და პროექტის ხარჯთაღრიცხვა. გთხოვთ, წერილის სათაურში ("Subject") მიუთითოთ ტექსტი “დერეფნის ინტერიერის დიზაინის კონკურსი“.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ ცენტრის თანამშრომელს, მარიამ ღამბაშიძეს m.ghambashidze@eqe.ge  
გისურვებთ წარმატებებს!

დანართი 1 (დერეფნის ფოტო მე-4 სართული)
დანართი 2 (დერეფნის ფოტო მე-5 სართული)
დანართი 3 (მე-4 და მე-5 სართულების ნახაზები) 

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge