კალენდარი

arrow ივლისი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  1234
5
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

სიახლეები

ცენტრმა უნივერსიტეტების რექტორებს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების კუთხით 2020 წელს დაგეგმილი სიახლეები გააცნო

14 იანვარი, 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში 2020 წელს დაგეგმილი ძირითადი სიახლეების გაცნობა წარმოადგენდა.

სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის, თქმით, სამინისტრო აკრედიტაციის სისტემის მოდიფიცირებას, კერძოდ, კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლას გეგმავს, რაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას გულისხმობს.

თამარ მახარაშვილმა დეტალურად წარმოადგინა ის ძირითადი ეტაპები, რომლის მიხედვით უნდა დადგინდეს საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა განახლებული კვალიფიკაციების ეროვნულ ჩარჩოსთან და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2020 წლიდან ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების ატესტაცია და პროფესიული განვითარება იგეგმება. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს მაღალკვალიფიციურ ექსპერტთა კორპუსის ჩამოყალიბებას.

გარდა ამისა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვასა და განხორციელებას.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს და მათი დასაძლევის გზებზე იმსჯელეს.


  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge