კალენდარი

arrow აპრილი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

სიახლეები

ცენტრის განცხადება ონ-ლაინ რეჟიმში მუშაობაზე გადასვლასთან დაკავშირებით

23 მარტი, 2020
  • გაცნობებთ, რომ ახალ კორონავირუსთან (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცენტრი 16 მარტიდან გადავიდა ონ-ლაინ რეჟიმში მუშაობაზე. სერვისების დისტანციურად მიწოდება მოხდება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ასევე ფიზიკური პირებისათვის:

  • დაწესებულებებსა და ინდივიდუალურ პირებს განცხადებით მომართვა და დოკუმენტების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონულად, www.my.gov.ge-ს, info@eqe.ge და www.eflow.emis.ge-ს მეშვეობით;

  • დაინტერესებული პირების მიღება და კონსულტირება შესაძლებელი იქნება ონ-ლაინ ვიდეო/აუდიო ზარის განხორციელებით. ამისათვის გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე info@eqe.ge. ონ-ლაინ ვიდეო ზარის განხორციელებისათვის ცენტრი იყენებს Skype, Microsoft Teams-ისა და Zoom-ის პლატფორმას;

  • ცენტრი საბჭოების ზეპირ მოსმენებს ატარებს ონ-ლაინ რეჟიმში. დაინტერესებული პირებისათვის ცენტრის ვებ-გვერდზე საბჭოს დღის წესრიგთან ერთად განთავსდება ბმული, რომლის საშუალებითაც დაინტერესებული პირები შეძლებენ საბჭოზე დასწრებას ონ-ლაინ რეჟიმში. საბჭოს ზეპირი განხილვები ტარდება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით

  • დაწესებულებების/პროგრამების შეფასებები (გარდა მედიცინის პროგრამებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში ხორციელდება დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge