კალენდარი

arrow სექტემბერი 2020 arrow
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2930    

სიახლეები

კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლა

17 აგვისტო, 2020

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კლასტერულ აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ონალიანრეჟიმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს გააცნო ცენტრის ზოგადი ხედვა კლასტერული აკრედიტაციის თაობაზე. მან დეტალურად გააცნო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ცენტრის მიერ კლასტერულ აკრედიტაციასთან დაკავშირებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაგზავნილ წერილებზე მათგან მიღებული უკუკავშირის ანალიზის შედეგები. ასევე, სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას ცენტრის წარმომადგენლების მხრიდან პასუხი გაეცა დაწესებულებების წარმომადგენელთა მიერ პროგრამული აკრედიტაციის პროცესზე დასმულ ყველა შეკითხვას.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იქნა ის ძირითად დადებითი მხარეები, რომლებიც დაკავშირებული იქნება პროგრამული აკრედიტაციის მოქმედი სისტემის ცვლილებასთან და ასევე ყურადღება გამახვილდა არსებულ გამოწვევებზე.

კლასტერული აკრედიტაციის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეძლებათ, ცალკეული პროგრამების ნაცვლად, სააკრედიტაციოდ წარმოადგინონ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები დაჯგუფებული სახით. პროგრამების დაჯგუფება შესაძლებელი იქნება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების მიხედვით. კლასტერული აკრედიტაციის დანერგვა ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების ერთიან შეფასებას სამივე საფეხურის ჭრილში, გაამარტივებს დარგობრივი მახასიათებლების დანერგვას და შეამცირებს ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციაზე დახარჯულ დროით, ფინანსურ თუ სხვა რესურსებს როგორც უსდ-ების, ისე ცენტრის შემთხვევაში.

ცენტრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აკრედიტაციის პროცესის განვითარებისა და კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის მიზნით გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საბჭოს სხდომებს ონლაინრეჟიმში აგრძელებს.

  • მერაბ ალექსიძის ქ. N1, 0193, თბილისი, საქართველო (ა.რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
  • (+995 322) 200 220 (*3599)
  • info@eqe.ge