„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, ვალდებულნი არიან გაიარონ პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში https://preschoolregistration.emis.ge.
რეგისტრაციის გავლის ვალდებულება წარმოექმნება ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებას, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე აღნიშნული მიმართულებით ახორციელებდა საქმიანობას.
რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან 2023 წლიდან ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება ექნებათ მხოლოდ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ დაწესებულებებს.
2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულდა კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული დაწესებულებების რეგისტრაცია. ხოლო, ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც დაფუძნებული არიან ინდივიდუალური მეწარმის ფორმით, შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაცია გაიარონ მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით.
დაწესებულებები უნდა დარეგისტრირდნენ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში https://preschoolregistration.emis.ge.
რეგისტრაციის პროცესის წერილობითი და ვიდეო ინსტრუქცია განთავსებულია რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის საწყის გვერდზე https://preschoolregistration.emis.ge და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე https://eqe.ge/ka/page/static/1009/datsesebulebebis-pirveladi-registracia.
ტექნიკური მხარდაჭერისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დაწესებულებების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მოხმარების წერილობითი და ვიდეო ინსტრუქცია, რომელიც განთავსებულია რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის საწყის გვერდზე https://preschoolregistration.emis.ge და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე https://eqe.ge/ka/page/static/1009/datsesebulebebis-pirveladi-registracia.
ასევე, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დარეკოთ ცხელი ხაზის ნომერზე - (032) 2 200 220.
კერძო სამართლის სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული დაწესებულებების რეგისტრაცია დასრულებულია და მათი რეგისტრაციის ბაზაც დახურულია, შესაბამისად ინისი ვერ შეძლებენ მონაცემების ცვლილებას.
ინდივიდუალური მეწარმეების შემთხვევაში რეგისტრაციის დროს ასახული მონაცემების რედაქტირება შესაძლებელია პორტალის დახურვამდე. პორტალი დაიხურება 2023 წლის 31 მარტს.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელთაც სურთ ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2023 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ უნდა შეიტანოს სათანადო ცვლილება ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის მიზნით შექმნილ შესაბამისი ელექტრონული სისტემის წარმოების წესში. აღნიშნული ცვლილების შემდგომ მოგეცემათ რეგისტრაციის გავლის საშუალება.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისთანავე დაიგეგმება საინფორმაციო ტრენინგი რეგისტრაციის გავლასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე (+995 32) 2200 220 (*3599) ან მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე - info@eqe.ge.