FAQ

ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები

თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა 

 

 

 

 

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების მიზნებია:


ა)  დაწესებულების პირობების შესაბამისობის შეფასება ავტორიზაციის სტანდარტებთან;
ბ) დაწესებულების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობა მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების გამოყენების გზით.


დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს ყოველწლიური თვითშეფასება. დაწესებულების მიერ თვითშეფასების დადგენილი წესით განუხორციელებლობა ან განხორციელებული თვითშეფასების შესწავლის შედეგები შესაძლოა გახდეს ცენტრის მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველი.
 
 

 

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების ფორმა და განხორციელების წესი

თვითშეფასების ქართულენოვანი კითხვარები

თვითშეფასების სომხურენოვანი კითხვარები


თვითშეფასების აზერბაიჯანულენოვანი კითხვარები