FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტთა კორპუსი

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი შედგება პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების მქონე სპეციალისტებისა და დარგის იმ სპეციალისტებისგან, რომელთაც გააჩნიათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დასაქმების სფეროებში მუშაობის გამოცდილება.

ცენტრი მუდმივად ცდილობს, განავითაროს ექსპერტთა კორპუსის შესაძლებლობები სფეროს სიახლეების და გამოწვევების კვალდაკვალ.

2020 წლის ბოლოსთვის განხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა კორპუსის ფორმირება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება: სერტიფიცირებული პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისა და დარგის ექსპერტებისგან.



პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა კორპუსის ფორმირების შემდეგ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი ექსპერტები საქმიანობას განახორციელებენ №408413 ბრძანებით ამტკიცებული ,,პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით" დადგენილი რეგულაციების მიხედვით.
 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

 

 

 

 ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსი

 

ექსპერტთა კორპუსი შედგება პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების მქონე სპეციალისტების - პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დასაქმების სფეროებში მუშაობის გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტებისგან - დარგის ექსპერტებისგან.

ცენტრი მუდმივად ცდილობს, განავითაროს ექსპერტთა კორპუსის შესაძლებლობები სფეროს სიახლეების და გამოწვევების კვალდაკვალ, რომლის გათვალისწინებითაც 2021 წელს ფორმირდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა კორპუსი.

 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა კორპუსის წევრი ექსპერტები საქმიანობას ახორციელებენ №408413 ბრძანებით ამტკიცებული ,,პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით" დადგენილი რეგულაციების მიხედვით.